გერმანული როკ ჯგუფი იმერეთის 4 ქალაქში ნარკომანიის საწინააღმდეგო კონცერტებს გამართავს

ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“ წარმატებულ გერმანულ როკ ჯგუფთან Brainwashed-თან ერთად, 4 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ჭიათურა), ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტებს გამართავს. 

აღნიშნული როკ ჯგუფი ძირითადად მოღვაწეობს ბერლინში, თუმცა ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აწყობს. Brainwashed აქტიურ სოციალურ საქმიანობას ეწევა გერმანიაში, რაც გამოიხატება ბერლინის „ქუჩის ბავშვებთან“ მუშაობაში. ეს პროექტი არაერთხელ დაჯილდოებულა, რის გამოც იგი ცნობილია არა მხოლოდ ბერლინში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

2010 წელს ჯგუფის სოლისტს, ეკხარტ ბაუმანს გერმანიის პრეზიდენტმა, გაწეული საქმიანობისთვის, უმაღლესი ჯილდო -„რკინის ჯვარი“ გადასცა.

2017 წლის ზაფხულში კი მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ინგლისის პრინცი და პრინცესა

თარიღი: 17-09-2018, 20:45
52

ასევე საინტერესო


top