ახალი სამთო გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ჭიათურაში სრულდება


სააქციო საზოგადოება "ჯორჯიან მანგანეზი"-ს და გერმანული დანადგარების მწარმოებელი კომპანია "ოლ მინერალი"-ს ერთობლივი პროექტი, ახალი ულტრათანამედროვე ქარხანა უახლოეს მომავალში ამუშავდება. მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ქარხანა უზრუნველყოფს გარემოსათვის უსაფრთხო მექანიზმების გამოყენებით მოხდეს მანგანუმის რეცხვა სპეციალურ ავზებში, რაც შემდგომში გამორიცხავს მეორადი ნარეცხი წყლის მდინარე "ყვირილაში" ჩადინებასა და მის დაბინძურებას. პროექტის ინვესტიცია შეადგენდა 20 მლნ დოლარს.  ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული.





მარგანეცი ჯორჯიან მანგანეზი ახალი ქარხანა
22-12-2018, 21:48
100

შემთხვევით შერჩეული


top