საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" იწყებს ეკოლოგიურ კამპანიას „მოიშორე ტალახი“!

საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" იწყებს ეკოლოგიურ კამპანიას „მოიშორე ტალახი“! 
ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერში, ეკოლოგიური კამპანიის ფარგლებში გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

აქციის მთავარი მოთხოვნებია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი საკითხების მოგვარების მიზნით:

1) ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვების და გადაზიდვის შედეგად გარემოს დაბინძურების ზუსტი მაჩვენებლების დადგენა;
2) ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე, მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების მოძრაობის შეწყვეტა და მისი რკინიგზით, ან სხვა ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირება;
3) მანგანუმის მადნის რეალიზების შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავლიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის მიღება. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და „მანგანუმ ლოჯისტიკის“ მიერ მეტი სოციალური პასუხიმგებლობის აღება, საფინანსო ფონდის შექმნა და მისი გამჭვირვალე მართვის უზრუნველყოფა.

გავერთიანდეთ ჭიათურის გადასარჩენად!

19-03-2019, 21:46
38

შემთხვევით შერჩეული


top